საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური გზით 12 მლნ მოპარეს - გავლენიანი მფარველები და კავშირები "ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური გზებით 12 მლნ ლარი მოპარეს, სქემა კი წლების განმავლობაში დაუსჯელად გრძელდებოდა. ასეულობით დაზარალებულს ფული ადვილი მოგების დაპირებით გამოგონილ საფონდო ბირჟაზე ჩაარიცხინეს, თანხა კი რეალურად თაღლითებმა მიითვისეს.  

გავლენიანი მფარველების წყალობით, კრიმინალების საქმიანობა წლების განმავლობაში დაუსჯელად გრძელდებოდა. ბოლოს, პროკურატურა იძულებული გახდა დაეკავებინა ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება 240  000-მდე დოლარის გათეთრება. 

ბრალდებული, ჩაჩი გასოევი ქართული ოცნების დეპუტატის, ისკო დასენის შვილების ბიზნეს პარტნიორი და  თავად დეპუტატის ნათესავია. გასოევის და დასენის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მათ შორის ქოლცენტერბთან და ფორექსის თაღლითობასთან დაკავშირებით, თუმცა საქმიანობას დღევანდელ დღემდე მაინც დაუბრკოლებლად აგრძელებდა. 

პოსტ ფაქტუმმა საქმის მასალები გაშიფრა, საიდანაც ირკვევა რომ კლიენტებისთვის მოპარული თანხები კონკრეტულ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. ახლა საინტერესოა -  იპოვის თუ არა გამოძიება ამ ანგარიშებს შორის, ქართული ოცნების პარტიულ სალაროებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი