ქართველი ოფიცერი, რომელსაც რჩევას რეიგანი, კენედი და ტრუმანი ეკითხებოდნენ - ივანე ნანუაშვილის ისტორია

გამოქვეყნდა:

რა უნდა იცოდეს თავისუფალმა სამყარომ საბჭოთა რუსეთის შესახებ? კითხვა მცირე მოდიფიკაციით დღესაც აქტუალურია. თავის დროზე სწორედ ამ შეკითხვით ერთ კონკრეტულ ქართველ ემიგრანტს ამერიკის პრეზიდენტებიც კი მიმართავდნენ.

ხელნაწერთა ინსტიტუტი ივანე ნანუაშვილის პირად კორესპონდენციას ინახავს, სადაც რონალდ რეიგანის, ჯონ კენედის და ჰარი ტრუმანის პირად წერილებსაც იპოვით. 

მიზეზი, კი რის გამოც სამშობლოდან ათასობით კილომეტრს იქით გადახვეწილ ქართველ ოფიცერს რჩევას ეკითხებოდნენ, თავად მისი მდიდარი ბიოგრაფიაა. 

ბოროტების იმპერიას ის პირველად თბილისის მიდამოებთან გაუპირისპირდა, როგორც რიგითი იუნკერი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ კი რუს ოკუპანტებთან ბრძოლა უკვე პოლონეთის არმიის რიგებში განაგრძო, თუმცა პოლონეთის  დამოუკიდებლობაც საბჭოთა რუსეთმა და ნაცისტურმა გერმანიამ გაანადგურეს. 

საკონცენტრაციო ბანაკებს თავი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააღწია და ახალ სამშობლოდ შეერთებული შტატები აირჩია, სადაც ცხოვრების ბოლომდე თავისი ნამდვილი სამშობლოს გადარჩენის გზებს ეძებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი