"ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები ხვალიდან უვადო პროტესტის დაწყებას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები ხვალიდან სრულმასშტაბიან გაფიცვას აანონსებენ. მოთხოვნები 5 პუნქტისგან შედგება - დააბრუნონ სამსახურში გათავისუფლებული თანამშრომლები, მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება, გაუმჯობესდეს შრომითი პირობები, შეწყდეს ზეწოლა და მუქარა, დაისაჯონ შანტაჟში მხილებული პირები.

აქციას პროფკავშირებიც შეუერთდებიან. პროტესტს წინ პრემიერთან თხოვნა უძღოდა. კომპანიამ 50 თანამშრომელი გაათავისუფლა.

"31 მაისს დილის 6 საათიდან დაიწყება ბორჯომის პირველ და მეორე ქარხანაში დასაქმებულთა უვადო პროტესტი, გაფიცვა. მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენა და ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება. მივმართეთ პრემიერმინისტრს, თუმცა სამწუხაროდ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, რომ სასიამოს ისახლე იქნებოდა ბორჯომის ქარხანასთან დაკავშირებით დაახლოებით 4 დღეში გაათავისუფლეს 49 ადამიანი", - ამბობს გიორგი დიასამიძე.

ცნობისთვის, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი