სხვა რეისებს გაფრენის საშუალებას არ მივცემთ - ხმაური ქუთაისის აეროპორტში

გამოქვეყნდა:

ხმაურია ქუთაისის აეროპორტში. მგზავრები ბარსელონაში დილის 7 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ბორტზე მყოფი პირები თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რეისი კი ამ დრომდე არ შესრულებულა.

მგზავრები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან და კონკრეტულ პასუხს ითხოვენ. მათი თქმით, თუ ფრენით უზრუნველყოფა დაუყოვნებლივ არ მოხდება ისინი დღეს, ქუთაისის აეროპორტში ჩანიშნულ არცერთ რეისს გაფრენის საშუალებას არ მისცემენ.

"უმეტესობას გვაქვს, უკვე ნაყიდი და გადახდილი ჯავშნები სასტუმროებში. არც მინაზღაურებს, საერთოდ უპასუხისმგებლოდ არც გამოვიდა მენეჯერი, არც გვპასუხობს. ჩვენ ვითხოვთ, დღეს არის ფრენა 5 საათზე ევროპაში, გაუქმდეს ფრენა და ჩვენ დაგვაკმაყოფილონ... წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას არ გავატარებთ", - ამბობს მგზავრი.

მგზავრები ამ დრომდე ქუთაისის აეროპრტში რჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი