ნაბიჯი ევროპისკენ - რატომ სურს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას დასავლეთთან დაახლოება? რას მოუტანს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა? არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწყებული მოძრაობის მიზანი - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა. სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ინფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. ისევე, როგორც გამოწვევების გააზრებას და პარტნიორების ინფორმირებას ქართველი ერის ნების შესახებ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საქართველოსგან ახალ გზავნილს მიიღებს, რომელსაც მოძრაობის ორგანიზატორები, ევროკავშირის ოფისში მიიტანენ.