
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარება დროებით შეაჩერა. შესაბამისი "განკარგულება" გაგლოევის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"დოკუმანეტის" თანახმად, საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური კონსულტაციები მოსკოვთან უნდა დაიწყოს. ე.წ. დოკუმენტში წერია, რომ კონსულტაციების დასრულებამდე "რეფერენდუმი" არ ჩატარდება. ამავდროულად გაგლოევი აღნიშნავს, რომ სრულად უჭერს მხარს რუსეთთან შეერთების ინიციატივას.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.