
წალენჯიხაში ერთმანეთს სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და "ოცნების" აქტივისტი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი ქალაქის ცენტრში გაყიდული მიწა გახდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჩხუბი გოგა გულორდავას, მის მეგობრებსა და მერაბ კვარაცხელიას შორის მოხდა. მერაბ კვარაცხელია ოცნების აქტიური მხარდამჭერია, ხოლო მისი ძმა, წალენჯიხის საკრებულოში გახარიას გუნდის წარმომადგენელი.
არსებული ინფორმაციით, მერაბ კვარაცხელია დაჭრილია.
ავტორი: ემა გოგოხია