დაპირისპირება ქუთაისში - ისტორიულ უბანში თვითნებურად, ტროტუარი ააშენეს

გამოქვეყნდა:

მეზობლური კონფლიქტი ქუთაისში, რომელიც ქალაქის მერიის უყურადღებობას მოჰყვა - ქალაქის ისტორიულ უბანში მეზობლებს შორის დაპირისპირება ტროტუარის  გაკეთებას მოჰყვა.

დავითაშვილის 9 ნომერში  მოქალაქემ თვითნებურად ხელოვნური  ტროტუარი  შექმნა, რომელზეც მერიის მიერ გაცემული ბრძანება არ არსებობს, რაც ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის.  ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ოფიციალური ნებართვა ტროტუარის გასაკეთებლად ვერ გაიცემოდა, რადგან  ვიწრო ქუჩაზე ხელოვნური ბორდიურის მოწყობა კანონის უხეში დარღვევაა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მათ მეზობელს ქუთაისის მერიაში გავლენიანი  ნათესავები ჰყავს, რომლებიც მას მფარველობენ.

მეზობლურ კონფლიქტში სამართალდამცველების ჩართვა გახდა საჭირო.

 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი