დაკარგული მიცვალებული - ოჯახი იტალიაში გარდაცვლილი ქალის ცხედარს ეძებს  

გამოქვეყნდა:

ოჯახი იტალიაში გარდაცვლილი ქალის ცხედარს მეორე დღეა ეძებს. 52 წლის ნინო ნარუაშვილი 4 ივნისს გარდაიცვალა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გარდაცვლილი მილანი-სტამბოლი-თბილისის რეისით წუხელ უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა ცხედარი საქართველოში არ ჩამოსულა. 

დაკარგული მიცვალებულის შესახებ ოჯახს რამდენიმე ვერსია აქვს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ცხედარი მილანის, ან თურქეთის აეროპორტში დარჩათ. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ქალი ინდოეთში იყოს გადასვენებული. მათ ინფორმაციით, ნინო ნარუაშვილის გარდა, იმ პერიოდში ინდოეთის მოქალაქეც გარდაიცვალა და მათ სავარაუდოდ ერთი ბილეთი ჰქონდათ. 

ოფიციალური პასუხი არც ამ ვერსიებზე და არც ცხედრის ადგილსამყოფელზე ოჯახს ამ დრომდე არ აქვს. აეროპორტში მისულ ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ თვითმფრინავში ადგილი არ იყო:

"მთავარი" იტალიაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ქალის ცხედარი უკვე ნაპოვნია და მისი ოჯახიც ინფორმირებულია

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი