ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს გორში. მათ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორის თანამდებობიდან თამარ აფციაურის გათავისუფლება გააპროტესტეს. ამბობენ, რომ საქმე, რომელსაც აფციაური ასრულებდა სპეციფიურ მუშაობას მოითხოვს, რისი გამოცდილებაც ახალ დირექტორს არ აქვს.
ცნობისთვის, თამარ აფციაური ცხოველთა თავშესაფრის დირექტორის თანამდებობაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მის ნაცვლად რამდენიმე დღის წინ საკრებულოს ყოფილი წევრი და "ოცნების" აქტივისტი ბაქარ გიუნაშვილი დანიშნეს.