აქცია ვარკეთილში - ამ წუთებში, გახოკიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები კუთვნილი ფართების დაკანონებას ითხოვენ.
საუბარია 30-მდე ოჯახზე, რომელსაც მძმე სოციალურ პორობებში უწევთ ცხოვრება. იძულებით გადაადგილებულები აცხადებენ, რომ 11 წელია, დახმარებას ითხოვენ და შიშით ცხოვრობენ, რადგან შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოასახლონ.
გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს ფართები წინა ხელისუფლების დროს გადაეცათ და ამბობენ, რომ უკვე მრავალი წელია, თბილისის მერია ფართებს არ უკანონებს.
როცა ჩვენ წამოვჭერით საკითხი, რომ დაგვიმტკიცდეს ეს ფართები, როგორც დევნილები და სოციალურად დაუცველები, გვითხრეს, რომ ეს ბინები არანაირად არ დამტკიცდება იმიტომ რომ ეს პროექტი ჩავარდა, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
აქციის მონაწილეებთან თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც თბილისის მერს მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა.