კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა.
მინისტრის მითითებით, ნიკა ახალბედაშვილმა ხელოვნების მუზეუმიდან ფოტო და მინის ნეგატივების ფონდის კურატორი, შალვა ლეჟავა გაუშვა - ოფიციალური მიზეზი ამ შემთხვევაშიც რეორგანიზაციაა. თავად ლეჟავა კი ამბობს, რომ ის სამსახურიდან პირადი აზრის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს.
"იყო რამდენიმე შეკითხვა. ძირითადი შეკითხვა იყო, შევიცვალე თუ არა აზრი ჩემი ფონდის გადატანასთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომლის წინააღმდეგიც ვიყავი, იმიტომ რომ პრინციპულად არასწორია და მეორე შეკითხვა ძირითადი იყო, რატომ ვიყავი აქციაზე.
მოულოდნელი არ იყო, მაგრამ შეურაცხმყოფელი იყო ამ კითხვის დასმა, რას ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო, როცა რამე არასწორი მგონია?",- შალვა ლეჟავა.
წულუკიანმა მუზეუმებიდან ათობით გამოცდილი და პროფესიონალი კადრი გაათავისუფლა. ისინი მინისტრის მხრიდან რეპრესიებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამსახურებიდან მათი განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო ათავისუფლებენ. გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებენ.
ამავე თემაზე: