ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლაში დენის ჩამრთველს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასწავლო პროცესი სკოლაში მცირე ხნით შეწყდა.
სკოლასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.