ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - დაპირისპირება ჩუმლაყში

გამოქვეყნდა:

მკვლელობა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულია. 

დაჭრილი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მოათავსეს. კლინიკის ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

რამდენიმე წუთის წინ სასწარაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა,- აღნიშნა გელა ორველაშვილმა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი