ბორჯომში გაფიცულებს ხვალ ომბუდსმენი შეხვდება - აქციას რეგიონებიდან პროფკავშირები შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

ხვალ დღის პირველ ნახევარში სახალხო დამცველს ბორჯომში ელოდებიან. ნინო ლომჯარია 13:00 საათზე გაფიცულ მუშებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მუშებს უკვე შეხვდნენ, თუმცა მედიაცია ჩაიშალა. გაფიცულები პროტესტსა და ქარხნების პიკეტს აგრძელებენ.

"დღეს პარალიზებულია და მუშაობა შეწყვიტა სრულად როგორც პირველმა, ასევე მეორე ქარხანამ, ქარხანაში დღეის მდგომარეობით იმყოფება გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი და დაახლოებით, 5-6 დირექტორი. სახალხო დამცველი ჩამოვა და გაესაუბრება გაფიცულებს, ასევე, მინდა გითხრათ, რომ გუშინ და გუშინწინ იყო სამედიაციო პროცესი, თუმცა ამ სამედიაციო პროცესმა ვერ მოიტანა შედეგი", - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე.

გაფიცულებს ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან პროფკავშირების წევრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი