ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებლი 20 პროცენტს გადასცდა, ფუნქციონირებს დასაქმების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია მმართველ გუნდთან დაკავშირებული და დაახლოებული პირების შრომითი უზრუნველყოფაა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყებამ ბიუჯეტიდან 400 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, საიდანაც ძირითადი თანხა ხელფასებზე დაიხარჯა. ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ 2 380 პირი შეადგინა, რაც მმართველი გუნდისთვის საკმარიისი არგუნენტია სააგენტოს მუშაობის წარმატებულად შესაფასებლად.