თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა - მოძრაობა დროებით აკრძალულია

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 07:00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. უწყების ცნობით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

რამდენიმე საათის წინ, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში)  ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი.

"დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება", - წერია განცხადებაში. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი