რატომ არ იკრიბება წმინდა სინოდი და რატომ ამბობენ უარს მაღალი სასულიერო იერარქები შეასრულონ თავიანთი ვალდებულება და წელიწადში ორჯერ მაინც შეიკრიბონ.
თეოლოგი ლევან ტატურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეკლესია შეგნებულად არ იწვევს სინოდს, რათა მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა პრობლებთან შეხება არ მოუხდეს. ამ დროს კი საზოგადოების პროგრესული ნაწილი ითხოვს ისეთ მძიმე ფაქტებზე რეაგირებას, როგორიცაა ზნეობრივი, ფინანსურ-ქონებრივი და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული.
"სინოდის შეკრების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან აღიარონ პრობლემები, ამხილონ დამნაშავეები და განკანონდეს საეკლესიო სასჯელით.. " - წერს თეოლოგი.
თეოლოგების თქმით, საზოგადოებაში სინოდის სხდომის გადადება უფრო მეტ კითხვებს აჩენს და ეს საპატრიარქოს მხრიდან დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.
თეოლოგ ტიგინაშვილი ამბობს, რომ საპარტიარქო თავს არიდებს მასზე დაკისრებულ პასუხისგებლობას და საპატრიარქო, სინოდის სხდომის არმოწვევით, წმინდა სჯულის კანონის იურიდიულ პრინციპებს არღვევს.
ყოფილი მღვდელმონაზონის ანდრია სარიას თქმით, სინოდის სხდომის გადადება უფრო მეტ კითხვებს გააჩენს.
ძალიან ცხელი საკითხებია, როგორც ადრე, ისე დღესაც და მათ არ აქვთ საკმარისი პასუხები. რაც უფრო მეტი პასუხგაუცემელი საკითხები დაგროვდება, მით უფრო მეტად საზოგადოებაში, მორწმუნე მრევლში გულში, შინაგანად დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც იფეთქებს და მეტი მწვავე კითხები გაისმენა სინოდის მისამართით, - ამბობს სარია.
შეგახსენებთ, რომ საეკლესიო კანონმდებლობით წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება და დღეს აუცილებელია საზაფხულო წმინდა სინოდის სხდომის გამართვა.