აჭარის საზღვრის დაცვის უფროსის მოადგილეს თანამდებობა დაატოვებინეს. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული თურქეთის ცხრა მოქალაქის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლაში საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელობა, კერძოდ საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძე და საქართველოს საზღვრის დაცვის აჭარის პირველი სამმართველოს უფროსი, რაიბულ მამულაძე დაეხმარნენ.
ცნობილი ხდება, რომ საზღვრის დაცვის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე რაიბულ მამულაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი "მთავართან" კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.
ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა თემურ კუპატაძის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ეს საეჭვოა, რადგან იგი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია. "მთავარის" ინფორმაციით, მას ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ოჯახთან ნათელმირონი აკავშირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კუპატაძე ოპოზიციის გამართული აქციების აქტიური დამრბევია.
თურქეთის ცხრა მოქალაქე 2 ივნისს დააკავეს. მათ ქვეყნის საზღვარი ისე გადმოკვეთეს, რომ ეს ფაქტი მათ პასპორტში არ დაფიქსირებულა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.