თბილისში, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსები ერთმანეთს შეეჯახნენ - დაშავდა ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა.

ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმროსკენ ორი ავტობუსით მიემართებოდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეორეს შეეჯახა.

ნედელევი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის გამოკვლევები უტარდება.

რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, ისინი არ დაშავებულან. 

ცნობისთვის, საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ხვალ, 12 ივნისს არის ჩანიშნული.

ფოტო: Visioner

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი