დღეს დილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, დატვირთული ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას გამოცემა Jnews ავრცელებს.
დაშავებული მცირეწლოვანი მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა მკურნალობს გასაგრძელებლად ის თბილისში გადაჰყავთ.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.