"დანადგარებია მოპარული, ფეხით დავდივართ" | ქუთაისში 50-მდე ლიფტი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ლიფტები გაქურდეს - გაქურდულია 20 კორპუსის 50-მდე ლიფტი. მოპარულია ის დანადგარები, რომლებიც ლიფტის მუშაობისთვის აუცილებელია. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებლებს დღეს დილით მაღალი სართულებიდან ჩამოსვლა ფეხით მოუხდათ.

ლიფტების ქურდებს ამ დროისთვის პოლიცია ეძებს. ადგილობრივები გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. 

"გაჭრეს ბოქლომი და პატარა "ტორმუზი" აქვს, რომელიც ხსნის და კეტავს და მოიპარეს... ათსართულიანი კორპუსია და დავრჩით ლიფტის გარეშე 5 დღეა. ძვირიანი დეტალი იყო, 240-ლარიანი ", - ამბობენ ადგილობრივები. 

ფირმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზარალის ნახევარს კომპანია, ნახევარს კი მოსახლეობა იხდის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი