მიცკევიჩის ქუჩაზე, სადაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების პირადი მონაცემები აღმოაჩინეს, ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი ბუღალტერი მივიდა, რომელმაც განმარტა, რატომ იყო ქუჩაში დოკუმენტაცია.
მისი თქმით, საბუთები არის დიპლომატების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა კონკრეტული ნივთის შეძენის დროს საგადასახადო მიზნებისთვის დღგ-ს შემცირება გააკეთონ. მისივე თქმით, როგორც დიპლომატები, ისინი ვალდებული არიან, მსგავსი საბუთი წარადგინონ.
როგორც კომპანიის ყოფილი ბუღალტერი ამბობს, საბუთები რომელიც ყუთში იყო ჩაწყობილი მან დააწყო, თუმცა უცნობია, ვინ ამოიღო დოკუმენტები ყუთიდან.
"აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მაქვს პოლიტიკასთან, მე ვარ კომპანიის ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც გუშინ ავიღე საბუთები და დავაწყე, რადგან დღეს უნდა წაგვეღო. გაგვიფუჭდა მანქანა, რომლითაც მოვდიოდით. ყუთში იყო ჩაწყობილი და იყო დასკოჩილი.
[...]
რაც შეეხება ინფორმაციას, აქ არის კონკრეტულ მაღაზიაში მაისურის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმისთვის, რომ საგადასახადო მიზნებისთვის მათ დღგ-ს შემცირება გააკეთონ, როგორც დიპლომატებმა, ვალდებული არიან საბუთი წარადგინონ. ჩვენ ეს საბუთები გვქონდა ბუღალტერიაში, ეს არ ეყარა ქუჩაში. შესაძლებელია ჩვენ დავუშვით შეცდომა, შეიძლება კანონიც დავარღვიეთ, ხვალვე გამოვცხადდები და ამაზე პასუხს ვაგებ. უბრალოდ, მერწმუნეთ, ეს არის წმინდა საბუღალტრო დოკუმენტი.
ეს არის დღგ-ს მიზნებისთვის, რომ დღგ არ იქნას დარიცხული დამადასტურებელი, რომ ნამდვილად დიპლომატმა იყიდა, აქ არის სახელი, გვარი პირადი ნომერი. ეს არის თუ არ ვცდები 2019 წლის, რომელიც უნდა დამებრუნებინა, წამოვედი სამსახურიდან და ვალდებული ვარ, რომ დავაბრუნო დავსკოჩე. წავედი მანქანის მოსაყვანად, რომელიც გზაში გაფუჭდა, არანაირი კავშირი რაიმე ფორმით ან ვინმეს უფლებების განზრახ დარღვევის არ მაქვს, მერწმუნეთ...ხვალვე გამოვცხადდები პოლიციაში, თუ რაიმე კანონი დავარღვიე.
ვინ გახსნა ეს საბუთები ვინ გადმოყარა, ეს არ ვიცი, ხომ შეიძლება ვინმემ პროვოკაცია მომიწყო და შეგნებულად გააკეთა. ამ კამერებს ამოვიღებ და მოვიკითხავ", - თქვა ერთ-ერთი კომპანიის ყოფილმა ბუღალტერმა.