ბათუმში, მშენებლობიდან საგანი ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა | დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

გამოცემის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა 2 ავტომანქანაც, მათგან ერთი მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა.

ფოტო: "ბათუმელები" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი