"უფრო მეტ სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი ვიდრე რეალურად ამ უნივერსიტეტში სწავლობს" - ომბუდსმენი თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სახალხო დამცველიც იზიარებს. ნინო ლომჯარია უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, პირობები, რომელშიც სტუდენტებს უწევთ ყოფა, ძალიან მძიმეა.

"რაც მოვისმინე სტუდენტებისგან, არის ძალიან რთულად მოსასმენი. ისინი საუბრობენ ძალიან მძიმე სოციალურ პრობლემებზე, რაც აწუხებს 10 ათასობით სტუდენტს. დაახლოებით 24 ათასი სტუდენტია, რომელსაც აქვს სტატუსი შეჩერებული, იმის გამო, რომ მათ ვერ გადაიხადეს სწავლის გადასახადი. რეალურად, უფრო მეტ სტუდენტს აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი ვიდრე რეალურად სტუდენტი სწავლობს ამ უნივერსიტეტში. მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი