გურიაში მოსახლეობამ გამგებელს სცემა | საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ

გამოქვეყნდა:

გურიაში, დაბა ლაითურის გამგებელს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცემა, რის შემდეგაც, საქმეში, 
ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ. 

ცნობილია, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა დაბის გამგებელმა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე კაბინეტში დაიბარა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

ხიდიბეგაშვილი "მთავართან" მომხდარზე არ საუბრობს და პოლიციის პრესსამსახურისკენ გვამისამართებს.
მასთან საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა არც მისმა მოადგილემ ამირან მესხიძემ მოგვცა.

ოპოზიციაში მომხდარს სავალალოს უწოდებენ და მიიჩნევენ რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კრიმინალთან ერთად მართავს და ლაითურში მომხდარი ამის კლასიკური მაგალითია.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი