საჯარო რეესტრიდან პოლიტიკური ნიშნით კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პოლიტიკური ნიშნით კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო გიორგაძე გაათავისუფლეს.

ის წერს, რომ გათავისუფლებას რეესტრის თანამშრომლების პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს.

"2025 წლიდან აღარ ვიქნები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი (საჯარო რეესტრმა არ გამიგრძელა ხელშეკრულება), რასაც ცალსახად ვუკავშირებ ფაქტს, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი ვარ საჯარო რეესტრის თანამშრომლების პეტიციისა, რომლითაც გავემიჯნეთ მთავრობის განცხადებას 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებასთან დაკავშირებით. 

აღნიშნულს სხვა შეფასებას ვერ მივცემ, გარდა პოლიტიკური რეპრესიისა, რომელიც ხალხში შიშის დანერგვას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება.

საქართველოს მომავალი ევროპაშია! ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება!" - წერს ნინო გიორგაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი