"ბორჯომის" ქარხნის ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული - გაფიცულები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ბორჯომში, სადაც ქარხნის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ამ წუთებში "ბორჯომის" ქარხნის შიდა ტერიტორიაზე სპეც. დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ცოტა ხნის წინ იწურებოდა, რის გამოც ისინი გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა გაფიცულებს უთხრეს, რომ ბორჯომში მათთან შესახვედრად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ლერი ბარნაბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფებოდნენ. 

შეხვედრა მხარეებს შორის უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს. გაფიცულები ამბობენ, რომ თუ აუდიენცია უშედეგოდ დასრულდება, გეგმას სისრულეში მოიყვანენ და ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავენ. 

"შეხვედრა იმართება ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან და პრემიერის აპარატის უფროსთან. ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავივლით გარკვეულ საკითხებს, გავიგებთ მათ შემოთავაზებებს და ამის შემდეგ კომენტარს გავაკეთებთ. აქცია არ დაიშლება იმ 12 პუნქტის შესრულების გარეშე", - თქვა პროფკავშირის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.

აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ძალის გარდა, ხელისუფლებამ, პროტესტის ჩახშობა დაშინებით, მუქარითა და შანტაჟითაც სცადა, თუმცა ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია: ხელფასები, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი