რუსეთიდან დევნილი ბლოგერის, პირველი ინტერვიუ მთავარ არხთან - ინსა ოგუზი უკვე რამდენიმე დღეა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში იმყოფება და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობს, თუმც მას ამის უფლებას არ აძლევენ.
რუსი ბლოგერი ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის უფროსი ემუქრება რუსეთში დაბრუნებით, სადაც ოგუზს პუტინის ციხეში უკანონო ტყვეობა ემუქრება:
"იმედი მაქვს, რომ ქართული მხარე რუსულ სპეცსამსახურებს არ გადამცემს, სამშობლოში პატიმრობა მხოლოდ იმიტომ მემუქრება, რომ უსამართლობას არ შევეგუე და ხმა ამოვიღე რუსეთს მიერ სამხრეთ კავკასიაში ჩადენილ საშინელებებზე...
თუ თავშესაფარს არ მაძლევენ რამდენიმე დღით შემომიშვან, რათა სხვა ქვეყანაში წავიდე. ძალიან მიჭირს, რამდენიმე დღე უჭმელი ვყავი, წყალიც კი არ მქონდა. რამდენიმე დღეა მესაზღვრეების, ასევე სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდი, დავით ფხალაძე, რომელიც გამშვები პუნქტის უფროსია, მემუქრება და მეუბნება, რომ ძალის გამოყენებით უკან, რუსეთში დამაბრუნებს. ადამიანებს ჩემი დახმარების საშუალებას არ აძლევს. მეშინია რუსეთიდან ჯგუფი არ გამომგზავნონ და უკან არ დამაბრუნონ ან არ დამაპატიმრონ" ამბობს ბლოგერი "მთავართან"
მისი ადვოკატის თქმით, ირღვევა ჟენევისა და საერთაშორისო კონვენციები როდესაც მიმართვის მიუხედავად, დევნილ ადამიანს ქვეყანაში არ უშვებენ და უსაფუძვლო უარს ეუბნებიან. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, ამ დარღვევის გამო, ევროსასამართლოსაც მიმართონ.