"მიმართეთ ხელისუფლებას" - პრეზიდენტის პასუხი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხვალ 17 ივნისს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმაზე დაყრდნობით, თუ რა გააკეთეს ბოლო წელს. 

"1 წლის წინ ვიყავით პეტრაში, ვიყავით ბათუმში, სადაც მე ჩამოვიყვანე შარლ მიშელი, ზელენსკი და მაია სანდუ და ვიყავით წამყვანი ძალა ამ ტრიოსი",- თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ერთ წელში ხელისუფლებამ ჩასვა ციხეში ნიკა გვარამია, მეხუთე პრეზიდენტმა ისრები მთავრობის მისამართით გადაიტანა და მხოლოდ ეს თქვა: "მიმართეთ ხელისუფლებას".

სალომე ზურაბიშვილს კითხვა იმპიჩმენტის შესაძლო მოთხოვნაზე დაუსვეს, რაზეც პრეზიდენტმა მედია ისევ ხელისუფლებასთან გადაამისამართა და თქვა: "არ ვიცი, მთავრობას ჰკითხეთ". 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი