ევროპა ახლა ქართველი ხალხის ნებას ელოდება, რომელმაც არჩევანი ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმსა და დასავლურ კეთილდღეობას შორის უნდა გააკეთოს. დღევანდელ ისტორიულ სირცხვილზე კი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ამ მარცხს ვერავის გადააბრალებს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოებამ აიძულოს ივანიშვილი მოხსნას ყველა ის დაბრკოლება, რომლის მოგვარებაც ევროპული საბჭოს გადაწვეტილებამდე, 24 ივნისამდე არის შესაძლებელი.