“საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #78 - ქართველი ხალხის არჩევანია” - გორში დღეს აქცია პერფომანსი იმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 21:00 სთ-ზე, გორში აქცია პერფომანსი იმართება  სახელწოდებით,  “საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #78 - ქართველი ხალხის არჩევანია”. ორგანიზატორების ინფორმაციით,  მოეწყობა ციფრული ინსტალაცია, ევროკავშირის და საქართველოს დროშების ფონით, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის შინაარსის ხმოვანი გაფორმებით"

"საქართველოს კონსტიტუციის მუხლი  78 პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ინტეგრაცია. დღეს, საქართველო ისტორიული გამოწვევის ზღვარზეა და მოვლენები ძალიან ჰგავს 1921 წლის მდგომარეობას. უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იყოს ერთიანი და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის წევრი." ნათქვამია განცხადებაში.

აქცია პერფომანსის ორგანიზატორები არიან „დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ გამგეობის წევრები შიდა ქართლიდან მარინე მღებრიშვილი, თეონა ფანქველაშვილი, მინდია გოდერძიშვილი.

მოვუწოდებთ ქართველ ხალხს დავდგეთ ერთად და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი და ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსი; 
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტი დასავლური რიტორიკა და გადაარჩინოს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაგან და რუსული ოკუპაციისაგან;
მოვუწოდებთ დასავლურ სტრუქტურებს გაითვალისწინონ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექტსი, ასევე რეგიონში არსებული საფრთხეები, რადგან  წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა სისხლით, ბრძოლით და შრომით დაიმსახურა ევროკავშირის წევრობა. 
# საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #78 - ქართველი ხალხის არჩევანია." აცხადებენ ორგანიზატორები.

აქცია გაიმართება  გურამიშვილის #5-ში (ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სკვერი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი