"მთავარის" წყარო: პოლიციელები შსს-ს ტოვებენ - გასულ თვეში 400-მდე პატაკი დაიწერა

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების შავი საქმეების შემსრულებლები ქვეყნიდან გარბიან. საკუთარი ხალხის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, დევნის იარაღად ქცეულ პოლიციას, თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ.

წყარო ძალოვანი უწყებიდან, "მთავარს" უყვება, რომ მხოლოდ გასულ თვეში, გომელაურის უწყებაში, ერთდროულად 400 პატაკი დაიწერა. პოლიციელები სამსახურებიდან მიდიან ემიგრაციაში და თავს უცხო ქვეყნებს აფარებენ;

გარბის ყველა, რიგითი პოლიციელებით დაწყებული, მაღალჩინოსნებით დამთავრებული, მათ შორის, ხელისუფლების საიმედო კადრებიც, ვინც ქართული ოცნების ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა; ემიგრაციაში წავიდა, ქართლოს ხუფენია - შსს-ს ვაკე - საბურთალოს რაიონის მე-6-ე განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციელი, რომელმაც გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო;

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი