"შინ ევროპისკენ" | დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"შინ ევროპისკენ" - მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. ყველა, ვისთვისაც ევროპულ ოჯახში ყოფნა მნიშვნელოვანია, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბება. 

აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებენ და "ქართულ ოცნებას" ხმამაღლა ეტყვიანმ, რომ მათი პოლიტიკა მოქალაქეებისთვის მიუღებელია.

თბილისის პარალელურად, 20 ივნისს ევროპული მარში სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, მათ შორის საზღვარგარეთაც:

  • ზუგდიდი – სკეიტ პარკი, 18:00
  • ოზურგეთი – ჭადრების ბაღი, 19 ივნისი, 15:00
  • ბათუმი – 6 მაისის პარკი, 19:00
  • ქუთაისი – ცენტრალური მოედანი, 15:00
  • ლონდონი – საქართველოს საელჩო, წმ. Გიორგის მოედანი #20, პიმლიკო (Embassy of Georgia, 20 St.George's Square, Pimlico, London), 18:00
  • Პრაღა – საქართველოს საელჩო, მლინსკას ქ. 22/4 (Mlýnská 22, 160 00, Praha 6) 18:00
  • ვენა – გმირთა მოედანი (Heldenplatz), 19 ივნისი, 14:00
  • Ჰანოვერი – ლაიბნიცის უნივერსიტეტი, 19:00
  • Პარიზი – რესპუბლიკის მოედანი (Place de la Republique), 17:30
  • ბუდაპეშტი – თავისუფლების მოედანი (Szabadság tér), 18:00
  • Ბერლინი – გერმანიის ფედერალური კანცელარია (Vor dem Bundeskanzleramt - Bei den Wasserspielen), 17:00
  • ჰამბურგი - Jungfernstieg (Flaggenplatz), 19:00
  • შტუტგარტი-Wilhelmslatz, 19 ივნისი, 16:30 საათზე
  • რეიკიავიკი – პარკი Austurvöllur, 16:00
  • ათენი – სინტაგმის მოედანი, 19 ივნისი, 18:00
  • ბრიუსელი – Place de Luxemburg, 19 ივნისი, 14:00

თითოეული ამ აქციის მიზანია, მსოფლიოს ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულება აჩვენოს.

შინ ევროპისკენ!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი