ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს

გამოქვეყნდა:

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ - 150, მომდევნო ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი. ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამგვარი ცვლილებების მიღება გაუმართლებელია

"პირველად, როდესაც ეს პროექტი დაინერგა და დაიწყო ამის განხორციელება, უკვე წარუმატებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემები აქვს მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით და როდესაც ადამიანს შემოსავალი არ აქვს, ის ვერც ტექდათვალიერებას ვერ გაატარებს ავტომობილს. გამომდინარე აქედან, ეს კანონპროექტი უკვე იყო ტვირთი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ახლა ამას დაემატა ის, რომ ეს ტვირთი უნდა გაორმაგდეს და გასამმაგდეს", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ.

კანონში ცვლილების შეტანა შემოდგომაზე იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი