სოფელ ხურვალეთში ოკუპანტები ბორდერიზაციას აგრძელებენ და ტერიტორიებს ახლა უკვე კაპიტალურად ღობავენ. უკანონო სამუშაოები პირდაპირ ადგილობრივების თვალწინ მიმდინარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ისევ სტანდარტული განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ცხლი ხაზი ამოქმედებულია.
"შეშინებულები ვართ, რა თქმა უნდა. ღამე რომ დაიბრაზუნებს რაღაცა, გულგახეთქილები ვართ, ვაიმე რაღაცა ხომ არ ხდება", - ამბობენ ადგილობრივები.