მართლია ევროკომისიის რეკომენდაცია ასეთია, რომ საქართველო ასოცირების სამეულის მიღმა რჩება და მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს, მაგრამ საბოლოო სიტყვა ევროპულმა საბჭომ კვირის ბოლომდე უნდა თქვას, როცა 27-ივე წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება.
ხვალ, 20 ივნისს ევროპული მომავლის დასაცავად 20:00 საათზე საზოგადოება რუსთველის გამზირზე იკრიბება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც დაინახოს ქართველი ხალხის რეალური მისწრაფება, და ხელისუფლებამაც გაიზაროს, რომ ამ ქვეყნის მომავალს მისი მოქალაქეები განსაზღვრავენ და არა ოლიგარქები, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს მას.
ხვალ 3 წლისთავი სრულდება 2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდანაც. დღიდან, რომელიც ნამდვილად წყალგამყოფი აღმოჩნდა უახლოეს ისტორიაში, როცა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ გავრილოვი დაგვასვა თავზე, და შემდეგ თავის ხალხს დათვის ტყვიები დაუშინა.
ხვალინდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, იქნებიან ის ადამიანებიც, ვინც 3 წლის წინაც საქართველოს ინტერსების სადარაჯოზე საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იდგა, ვინც საქართველოს სიყვარულის გამო დასაჯეს და დაასახიჩრეს.