
იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელში ჩასულიყო და კანდიდატის სტატუსი მოეთხოვა, ან ეთხოვა მაინც, "ქართული ოცნება" სრული შემადგენლობით დაირაზმა ჩვენი ევროპული მომავლის დასაზიანებლად.
ყველაზე ამოუხსნელი კი მაინც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰიპერაქტიურობა დარჩა, რომელმაც ჩვენი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ დროს არც აცია, არც აცხელა და ლოკოკინების ფერმას მიაშურა.
თუ თქვენ გაგეცინათ, ან გაბრაზდით, ან საერთოდ სიმწრის ცრემლები მოგადგათ თვალებზე, თქვენს დამშვიდებას ბექა ყორშია შეეცდება.