კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა შეფმა ირიბად შემომითვალა გაჩერდესო - მუქარა ლიკა ბასილაია შავგულიძეზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე Facebook-ზე წერს, რომ კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა მას შემოუთვალა, რომ ხელისუფლების კრიტიკა უნდა შეწყვიტოს.

"ახლა დამიკავშირდა ახლობელი, უფრო კარგი ნაცნობი ჰქვია ამ კატეგორიას და ძლივს ამოღერღა, რომ კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა შეფმა ჰკითხა ჩემზე რაღაცები და ირიბად შემომითვალა გაჩერდესო. ჰოდა თუ არ გაჩერდებიან თავად, ვიტყვი მის სახელს და გვარს ეს ერთი და ხვალვე ამერიკის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს მივაწვდი ინფორმაციას და ისეთ სკანდალებში გავხვევ ამ უბედურებს, რომ არ დასიზმრებიათ. გასაგებია?!", - დაწერლა ფეისბუქზე ლიკა ბასილაია შავგულიძე.

ბასილია ყველას მოუწოდებს ღიად ისაუბროს მსგავს ფაქტებსა და მუქარებზე და ამბობს, რომ არც გაჩერებას აპირებს და არც გაჩუმებას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი