"შინ, ევროპისკენ“- ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო. აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უერთდებიან.
აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და ითხოვენ, რომ ქვეყნის ორიენტაცია იყოს პროევროპული. ისინი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნუ აფერხებენ საქართველოს განვითარებას - ჩვენს ევროპულ მომავალს ვერავინ ვერ წაგვართმევს - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს "სირცხვილიას" ორგანიზებული მასშტაბური აქცია-მსვლელობა "შინ ევროპისკენ", 20 საათზე იმართება.