პარლამენტისა და კანცელარიის ეზოში სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები იკრიბებიან.

მობილიზება შეინიშნება კანცელარიის მიმდებარედაც, სადაც კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები არიან.

"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით აქცია დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება. აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. 

ცნობილია, რომ დღეს, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:

  • რასა იუკნევიჩიენე;
  • მარკეტა გრეგოროვა;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ანდრიუს კუბილიუსი;
  • ანა ფოტიგა.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი