მოგლეჯილი ხეები, დასეტყვილი ნათესები და განადგურებული მცენარეები - ასეთია რამდენიმეწუთიანი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგები ამბროლაურში.
სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.