ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბიუჯეტის ფულით, საკრებულოს წევრებს წნევის აპარატი უყიდა

გამოქვეყნდა:

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გამრეკელმა საკრებულოს წევრებს წნევის აპარატი უყიდა. ამის შესახებ გამრეკელმა ხაშურის მერიას 3 ივნისს აცნობა. მან მტკიცებულების სახით მიღება-ჩაბარების აქტი წარადგინა.

მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ წნევის აპარატი ბიუჯეტის თანხით, 230 ლარად შეიძინეს.

ლევან გამრეკელი 1-3 ივნისს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თავმჯდომარე მივლინებაში მერთან ერთად, იყო წასული. ხაშურის მერის მოვალეობას კი ზვიად ქურდაძე ასრულებდა. მიწერ-მოწერაც სწორედ მოვალეობის შემსრულებლებს შორის წარიმართა.

წყარო: qartli.ge

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი