ქუთაისში, მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ვარლამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებზე წყალი შევიდა.
განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
“ღამე სად გავათიოთ არ ვიცი, საშინელი წყლის ტალღა შემოვარდა, ორი დღის წინ დავასრულე რემონტი, ყველაფერი წყალმა დამიზიანა”,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.