ღირსებისშემლახველი მდგომარეობა წნორის ხანდაზმულთა სახლში - სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“, სადაც 21 ბენეფიციარი ცხოვრობს არის ანტისანიტარია, არ არსებობს ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ, არ არის ექიმი, პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.
შემაშფოთებელია დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ, ბენეფიციარები ადმინისტრაციის მიმართ შიშისა და უნდობლობის პირობებში ცხოვრობენ.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომდგენლები წნორში მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ადგილზე მედია მივიდა. მონიტორინგის ჯგუფში ამბობენ, რომ ეთანხმებიან ომბუდსმენის შენიშვნებს და ამჟამად მიმდინარეობს მოხუცებთან ინდივიდუალური გასაუბრებები.
ომბუდსმენმა 17 ივნისს ჩაატარა წნორის ხანდაზმულთა სახლში მონიტორინგი და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა შესაბამის ადგილზე, შესაბამის პირობებში გადაიყვანონ ბენეფიციარები და მოახდინონ რეაგირება დარღვევებზე.
ავტორი: ია გულიაშვილი