ანტისანიტარია, უხარისხო საკვები და არაკვალიფიციური ექიმები | გაუსაძლისი პირობები წნორის მოხუცთა თავშესაფარში

გამოქვეყნდა:

ანტისანიტარია, უხარისხო საკვები, არასათანადო კვალიფიკაციის მედიკოსები და შიშისა და უნდობლობის გარემო - ასე საგანგაშოდ აღწერს სახალხო დამცველი წნორის მოხუცთა თავშესაფარში შექმნილ მდგომარეობას. გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ხანდაზმულებს პრობლემებზე ღიად საუბრი სასტიკად აკრძალული აქვთ.

თავშესაფრის ხელმძღვანელი კი უარყოფს ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს და ამბობს, რომ დასკვნა მიკერძოებულია. თუმცა ამ დოკუმენტის გარეშეც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამდენად დრამატულია მდგომარეობა იქ, სადაც ბენეფიციარების ღირსეული სიბერე უნდა უზრუნველყონ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი