დოლიძის ქუჩაზე, ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" ჟურნალისტის, თიკო ერაძის ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს:  

"ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze აი ეს ხართ, ეს არის თქვენი სახე, ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი.  ეს ღორები არიან თქვენი ნამდვილი სახე", - წერს თიკო ერაძე Facebook-ზე.

"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროს უთხრეს, რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ. დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე აისახება მასალაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი