ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჭის თავსახურები მოიპარეს. ქურდობის ფაქტი რამდენიმე თვის წინ მოხდა და ამ პერიოდის განმავლობაში ჭაში რამდენიმე ადამიანი ჩავარდა:
ზურაბ ჭავჭავაძის 2 ნომერთან, კერძოდ ძველი აბანოს შენობასთან მოიპარეს ჭის თავები 5 თვეა. არც განათება მუშაობს, როგორც ვიცი ქალბატონი ჩავარდა ერთ - ერთ ჭაში"- აცხადებს ადგილობრივი "მთავართან" საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ღია საკანალიზაციო ჭების პრობლემა ქალაქის სხვა ქუჩებშიც არის, რომლის მოგვარებას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს.