თბილისში, მინდელის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც გზის მონაკვეთი დატბორილია. ადგილზე სპეცტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია გადაკეტილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მინდელის 9 ნომერში დედაქალაქის მერიამ გზის გარკვეულ მონაკვეთზე რამდენიმე დღის წინ ასფალტის ახალი საფარი დააგო. მათი თქმით, წყალმა სწორედ ამ მონაკვეთზე ამოხეთქა.