ქართველი ონკოპაციენტები | რას ვკარგავთ ევროპაზე უარის თქმით

გამოქვეყნდა:

რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპა? რას კარგავს თითოეული ჩვენგანი ევროპული ყაიდის სახელმწიფოზე უარის თქმის შემთხვევაში? ამ კითხვას ძალიან ბევრი მხრიდან შეგიძლია უპასუხო. და ძალიან ბევრი სფეროს გადასახედიდან.

დღეს ჯანდაცვაზე და კონრკეტულად ონკოლოგიაზე ვისაუბრებთ. ქართული ჯანდაცვის სავალალო მდგომარეობის გამო დღეს ამ ონკოპაციენტებს ლამის ერთადერთი გზა რჩებათ საკუთარი ჯანმრთელობის გადსარჩენად. და ეს შანსი ევროპული ჯანდაცვაა.

ერთია ფსიქოლოგიური სტერსი, რომელიც ასეთ დაავადებას ისედაც ახლავს თან, მეორეა ფინანსების მოძიება, და ბოლოს უკვე რამდენად ხარისხიანი და შედეგის მომტანი იქნება მკურნალობა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ევროპაში დევნილად ამ მოტივაციით ბარდება, რომ იქნებ მკურნალობის კურსი დაუფინანსდეთ და იციან, რომ ეს კურსი უკეთესი იქნება, ვიდრე  საქართველოში.

სხვებისთვის გამოსავალი ძვირადღირებული ევროპული მკურნალობისთვის საჭირო თანხების სხვადასხვა გზით შეგროვებაა. არადა წესით ასეთი მკურნალობა ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, და წესით ჯანდაცვაშიც იმავე სტანდარტების დამკვიდრებას უნდა ვცდილობდეთ, რამაც ჩვენს უამრავ მეგობარს ევროპაში აიძულა სამკურნალოდ წასვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი